вторник, 7 апреля 2009 г.

დიდისა პარასკევისა

დიდსა პარასკევსა, სულსა ყოვლად წმინდაო შემეწიე ნეკრესელსა ამვროსის, უჟზ.

შემოქმედი საუკუნეთა, არსთა მბადი, ყოველთა ბუნებათა და საკვილებელთა ზესთა საკვირველი, განუზომელი და მიუწდომელი ბრძანებითა, გარნა ცნობილი და აღსარებული თაყვანისცემით ერთი იგი სამებად სამ გვამოვნებად განფენილი და განყოფილი, და სამი იგივე ერთობითითა მით ღვთაებისა მოქმედებითა განუყოფელი, და განუწვალებელი, ეტყვის რჩეულსა მას თვისსა დიდსა და პირველსა წინასწარმეტყველსა, განმგებელსა ისრაელთასა მოსეს ვითარმუდ «საიდუმლო ჩემი ცხად იყავნ მახლობელთა ჩემთა შორის, გარნა არა რომელიმე ჩემთა, რამეთუ მათგან დაფარული».

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ.

  ისმინეთ დღეს საიდუმლო ესე ქრსიტეს საყვარელნო და მისის უკვდავის, სისხლით გამოხსნილნო ერნო, თუ ვითარი არს გამოცხადება ესე და მოსწავება საშინელისა და შესაძრწუნებლისა ამის დღისათვის, ანუ თუ ვისთვის დასწერს ამას დიდი იგი წინასწარმეტყველი მოსე და ვიზედ არის გამოცხადებული ესე მაღალი საიდუმლო? გამოვიძიოთ.

ეს დიდებული და მაღალი საიდუმლო, ქრსიტიანენო, იმავ პირველითგან დიდს მამათ მთავარს იაკობს გამოუცხადა ღმერთმან, რომ ძე და სიბრძნე და სიტყვა ღვთისა ქვეყანაზედ უნდა გარდმოსულიყო და განხორციელებულიყო და ეჰა განგებულა და ღვთისა და საკვირველი, რომ იაკობ მამა-მთავარს რად გამოუცხადა ეს მაღალი და დიდი საიდუმლო? ეს უნდა აღმოვაჩინოთ.

პირველად ამისთვის გამოუცხადა რომე იმისის შთამომავლობისაგან უნდა აღმობრწყინვებულიყო უფალი იესო ქრისტე ვითარცა დასწერს:

«აღმობრწყინდესო ვარსკვლავი იაკობისაგან»

მეორედ ამისთვისა რომე, დიდათ ღვთის სათნო და საყვარელი კაცი იყო, და ყოვლის კეთილის მოქმედი, რომე დიდთა-მამათ-მთავართა შორის, ეს უწარჩინებულესად გამორჩეული იყო.

მესამე ამისთვისაცა, რომ უწინარესვე თვით კაცობრივის სახით გამოეცხადა, და ერკინებოდა, ვითარცა წერილ-არს და ჩვენებაშიაც დაანახვა რომ კიბენი აღმართებულიყვნენ ვიდრე ცათამდე, და აღმავალთა და შთამომავალთა ხედვიდა, რომე ესე ღვთის ზეგარდმო გარდამოსვლას მოასწავებდა, და ამაზედ დიდად განცვიფრებულიყო.

და მეოთხედ ამისთვისაც გამოუცხადა ეს მაღალი საიდუმლო, რომ ვინათგან ღვთისა მიერ აღეთქვა «ნათესავისა მისისა განმრავლება, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ამისთვის ღმერთმან უწოდა, რომ ამ საკვირველს საიდუმლოს, თავის შვილებსაც დაუწერდა, დაუწინასწარმეტყველებდა, და ამისთვის გამოუცხადა, ვითარმედ ,,საიდუმლო ჩემი ცხად იქმნას მახლობელთა ჩემთა შორისო და არა ყოველთა მიმართ »

ახლა მახლობელთა ჩემთა შორის ეს არის, რომ რადგან ამ დიდის მამამთავრის შვილნი და შთამომავალნი მათგანნი ვითარცა ვარსკლავნი ცისანი განმრავლებულნი ჰყავდნენ ღვთისა მიერის აღთქმითა, ამისთვის ამანაც სამის აზრისა და მიზეზისათვის ეს ღვთისა მიერი განგებულობა დაუწერა და უწინასწარმეტყველა, ერთად ამისათვის რომ, უნდოდა რომ თავისნი მსგავსნი, ღვთის სათნონი და კეთილის მოქმედნი შვილნი გამოსლოდნენ, და არ დაუფარა ეს მაღალი და საკვირველი განგებულება და მოსწავება ღვთისა.

მეორედ ამისათვისა, რომ იმათაც მოლოდინი ჰქონებოდათ ამ სამღვთოს განგებულებისა, და ეს ახსოვდესთ და დაისწავლონ.

და მესამედ ამისთვისა, რომ შეშინდენ და ამაზედ წინააღმდეგობა არა რა ჰქმნან, ვითარცა სხვათა ჰყვეს და ჰგმეს, და სტანჯეს უფალი იესო ქრისტე.

ამისთვის სამნი ამ დიდის მამამთავრის შვილის-შვილთაგანნი წყევაში მიეცნენ: რუბენ, სიმონ და ლეივი, რადგან ამათს შთამომავალთაგანს ჯვარს ეცვა უფალი იესო, და მეოთხე შვილის-შვილთაგანიიუდა იყო, დიდად ღვთის საყვარელი და ღვთის სათნო და ამ დიდის მამამთავრის წინასწარმეტყველებისა დამამტკიცებელი და დამმარხველი რომლის შთამომავლობისაგან აღმობრწყინდა უფალი იესო ქრისტე, და მადლი და კურთხევაც მიიღო, ვითარცა შესაქმეთას შინა დასწერს მთ და ი, ვითარმედ «არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა დამარხულ არს» და რიცხვსა ვითარმედ ,,იუდა შენ გაქებდნენ ძმანი შენნი, ხელნი შენნი ზურგსა ზედა მტერთა შენთასა, და თაყვანის გცემდნენ შენ ძენი მამისა შენისანი”.

და წმიდაჲ მოციქული უწამებს ვითარმედ ,,შენდა მოდრკეს ყოველი მუხლი ზეცისათანი და ქვეყანისათანი, და ქვესკნელისათანი, და ყოველმან ენამან აღიაროს, რამეთუ უფალი იესო სადიდებელად ღვთისა მამისა”.

იტყვის ზეცისათანი, ესე იგი ანგელოსნი, და ქვეყანისათანი, ესე იგი ცხოველნი და მკვდარნი ვითარცა იგივე მოციქული დასწერს ვითარმედ «და ოდეს შემოჰყავს პირმშო იგისოფელსა შინა, თაყვანისცემდენო ყოველნი ანგელოსნი ღვთისანი. ,,და ამისთვის უწინასწარმეტყველებს უწინარესვე დიდი ესე მამა-მთავარი იაკობ ძეთა თვისთა ვითარმედ ,,მკლავნი მისნი მჳართა ზედა მტერთა მისთასა”. და რადგან უფალი იესო ქრისტე იმათის შთამომავლობისაგან აღმობრწყინდა და ჩვენის სიყვარულისათვის სიკვდილი დაითმინა, მკლავნი მისნი რომელ ჯვარსა ზედა, რომელ დაემსჭვალა,. განიპყრნა ჳელნი და მკლავნი უფალმან დიდებისამან და შემოუკრიბნა ერნი განდგომილნი მამასა დაუსაბამოსა და დაუმორჩილნა კერპმსახურებასა შინა დამონებულნი და ტვირთითა ცოდვისათა დამძიმებულნი. ვითარცა თვით ბრძანებს ვითარმედ ,,მოვედინ ჩემდა ყოველნი მაშვრალნი, და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ”. მტერთა ზედა მისთაო უწინასწარმეტყველებს ესრეთ ვითარმედ, ესე რა იხილა ბოროტმა მთავარმა, მტერმა ეშმაკმან, რომელსაც მძლავრებით დაეპყრა ბუნება და სულნი ჩვენნი და შეენწყდივნეს ბნელსა ჯოჯოხეთისასა, მსწრაფლ დაეცა ჯვარცმითა და ღვთისათა, და განვარდა დღესა ამას, ვითარცა დასწერს წმიდაჲ სახარება.

ვითარმედ «დღესა ამას განვარდესო მთავარი იგი სოფლისა»

რადგან აქამომდე ასეთი ჳელმწიფება ამისა აქვნდა ბოროტსა მას ეშმაკსა, კაცის ბუნებაზედ რომ, ცოდვილნი ხომ რა საკვირველია ჯოჯოხეთს მიეცემოდენ, მაგრამ მართალთ ეღირსებოდათ სასუფეველში შესვლა.

ამისთვის ღვთის სახიერებითმა კაცთ-მოყვარებამა კაცის გონებისაგან მიუწდომელი სამი საქმე მოიგონა ადამის გამოჳსნისათვის.

პირველი საკვირევლი მოგონება ესევიტარი, რომ ვინ იხილა და ვინ სცნა და ვინ გამოიგონებდა ამასა, რომე, ღმერთი უხილავი, დაუსაბამო, და დაუსრულებელი, ქვეყანაზედ გარდამოსრული, ხორც შესხმული, განკაცებული, და დასაბამი ერისა, კაცებისა მიმღებელი. მეორედ, მოწყალება ესე ვითარი, რომე სცნა, და ვინ მოიგონებდა კაცის ბუნების ჯოჯოხეთიდამ აღმოყვანებასა, და ეშმაკის ჳელთაგან გამოხსნასა. ეს ხომ გამოცხადებულია რომ ტყვეობასა და შეპყრობაში იყო.

და მესამედ, რომ ვისგან შეიძლებოდა, და ვინ მოიგონებდა რომე, ღუთისა განკაცებულისაგან ჯვარცმითა და სისხლის დათხევით გამოიხსნებოდა ადამ შვილითურთ, და ზეცას სასუფეველსა შინა აღიყვანებოდა ვითარცა პირველივე დავით წინასწარმეტყველმა იღაღადა ვითარმედ «აღხედ მაღალსა და წარმოსტყვენე ტყვე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის». ეჰა საკვირველი სამართალი, ეჰა საკვირველი მოწყალება და საკვირველი მოგონება!

შეიკრა მართალი იესო და შეკრა გუნდითურთ თვისით.

ესოდენ წყლულება და გვემა და ვნება მიიღო ჩვენის სიყვარულისათვის და ჩვენ განგვათავისუფლა მონებისაგან ეშმაკისა.

დაიდგა გვირგვინი ეკლისა თავსა ზედა საღმრთოსა და ჩვენ ზეცათა სასუფეველისა ნათელი დაგვადგა.

მოკვდა ჯვარსა ზედა ჳორციელთა დამსჭვალვიტა უფალი დიდებისა და მოკლა სიკვდილი საუკუნოდ წარწყმედელი ჩვენი.

შთავიდა ჯოჯოხეთად განმაცხოვებელი ღმერთი ჩვენი. შეძრა და შეაძრწუნა ჯოჯოხეთი და უპყრა ყოვლად ძლიერი მარჯვენა და ადამ აღმოიყვანა შვილითურთ.

აღდგა მკვდრეთით და გამოვიდა საფლავით, და შეაძრწუნა მცველნი მუნ მდგომარენი ჰურიანი და ამაღლდა ზეცად და თანა აღიყვანა ბუნესა კაცთა დიდებასა შინა სასუფეველისასა. ოჰ, ოჰ, დიდება ესოდენსა საკვირველსა სამართალს და მოწყალებასა!

ხომ გავოგონეთ საყვარელნო ქრისტიანენო ღვთისა მიერი ესოდენი კაცთ მოყვარება ჩვენ ზედა, ხომ დავინახეთ რომ, რაც მოგახსენეთ ესე ყოველივე აღასრულა ჩვენის სიყვარულისათვის?

მაგრამ ახლა ჩვენ რა გვმართებს, და რაც ნაცვალი მივაგოთ ჩვენთვის ჯვარ-ცმულს იესოს და რა კეთილი დავანახოთ. ასეთი რა შეგვიძლია, რომ რაც იმისმა კაცთ-მოყვარებამა და სიტკბოებამა ჩვენის სიყვარულისათვის ეგოდენი სატანჯველი დაითმინა, რომ ამისი მაგიერი შევიძლოთ რამ? არც ერთი ჭეშმარიტად არა შეგვიძლიან რა, ამის მეტი რომ ცოდვაზედ ჳელი ავიღოთ.

ესე რომ პირველი სიწმიდეა კაცისა და რომელიც ამაზედ დავდგებით და არაწმიდებასა, და სიავკაცეზედ ჳელს არ ავიღებთ, პირველი იმისი სატანჯველი ჰურიათაგან რომ ჳელ შეკრული და თრეული შეიქმნა, ის არის.

ენას რომ მიუტანთ და სხვის მზრახავნი შევიქნებით და სხვათა ცოდვების ენით გამკითხველნი ვართ ესე სწორედ ჰურიანი რომ აგინებდენ და წმიდას პირში ნერწყვიდენ ეს არის.

ივლისსკ, ილია წინასწარ-მეტყველისა ქადაგება სწავლა. სულო ყოვლად-წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

ლოცვამან ანნა......

ადიდეთ ძმანო, ილია დიდ სახელი,

მართალი კაცი, რვთისა თანა მზრახველი,

ვითარცა შეკრა, წვიმის არღა მნახველი,

როდესაც განხსნა, ქვეყანად ცვართ დამსახველი,

სიხარულით ცად, აღვალს ღვთის დამნახველი.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ.

მოვედით დღეს, ქრისტეს მოყვარულნო შვილნო, და განვამეოროთ იროიკლ ესე თქმული უღირსისა მწყემსისა თქვენისა, და განვადიდოთ ესე ხსენება და დღესასწაული დიდისა, და საკვირველისა ილიაწინასწარმეტყველისა! მოვედით აქა შემოკრებილნო ერნო ქრისტეს მადიდებელნო, და ღვთის-მადიდებელი სა სათნო და წარჩინებული წინასწარ-მეტყველი, კაცი ზეცისა, და ანგელოსი ქვეყანისა ილია თეზბიტელისა, გინა კარმელისა, და ღვთის მზრახველისა საკვირველება განვიცადოთ, და საშინელს სასწაულებს მივხედოთ, და სასოებით, და გულს-მოდგინებით მოვისმინოთ, და შევიწყნაროთ. თუმცა იმისი ეგოდენი საკვირველება, და სათნოება არავის შეგვეძლოს, ჭეშმარიტად ღმერთი თავის დიდებად შეგვირაცხს რომელნიც იმას ვადიდებთ, ვითარცა თვით ცხოველი პირი გვიბრძანებს ,,მადიდებელნი ჩემნი ვადიდნეო”: და კვალად ,,რომელმან შეიწყნაროს წინასწარ-მეტყველი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს” ამისათვის რომელნიც სასოებითა და მართლის გულით ვადიდებთ იმის დღესასწაულსა, ჭეშმარიტად იმისს მეოხებას ღმერთთან ძალუძს, რომ რაც კეთილი ვსთხოოთ მოგვცეს ძალითა ღვთისათა, და შეწევნითა ილია წინასწარმეტყველისათა, დაგვიხსნის განსაცდელისა და შეწუხებისაგან, მოგვაშორებს ეშმაკის საცთურსა და მავნებელსა, განსდევნის მტერსა ჩვენსა, და მებრძოლსა, უსჯულოსა დასცემს და მოაძლურებს, და დაგვიხსნის ქვეყნის უნაყოფობისა და გვალვისაგან.

მაშ ამისთვის გულის-სიწმიდით და სასოებით ვადიდოთ წმიდაჲ ესე დიდი წინასწარ-მეტყველი ილია, ქრისტიანენო, ვინათგან ყოველთა მორწმუნეთათვის ღვთისათა, ყოველივე ესე ძალუძს მას, და შემძლებელ არს ძალითა ღვთისათა, რამეთუ მიწიერი ესე კაცი ღვთისა მზრახველი იყო, და ღვთის-მხილველი, რომელიცა შემდგომად ეგოდენისა სასწაულისა, და საკვირველებისა, ზესთა ექმნა ჰაერსა, და ღვთისა დიდებასა შინა განისვენა, რომელიცა მეორედ მოსვლასაცა, განგებითა ღვთისათა წინასწარ-მომავალ არს.

ვის ძალედვა ესოდენნი ესე საკვირველებანი, საყვარელნო? განკვირვებულვარ ჭეშმარიტად უღირსი ესე და გლახაკი მწყემსი თქვენი! უენო პირუტყვი მფრინველი, ყორანი, საზრდელს უზიდავდა, და ყოველს დილასა და სარამოს ხორცითა და პურითა ნუგეში სცემდა. გასინჯეთ ესე ვიტარი საკვირველი ბრძანება ღვთისა და ღვთის სათნოებით ცხოვრება მისი! ამისთვის ვადიდოთ დიდებული ილია წინასწარ-მეტყველი, მორწმუნენო, მშიერთა გამომზრდელი, და ქვრივთა და ობოლთა, გლახაკთა სახლთა კეთილის ნაყოფიერებით აღმავსებელი; ოდესმე მივიდა სარეფთას ქვეყანას, და ქვრივმა დედაკაცმან შესტირა, ,,ვინახარ კაცო ღვთისა? ერთი მცირე ნატეხი პურიღა მაქვსო, და ამასაც რომ შვსჭამთო შვილები მშივრები დამეხოცებიანო”. მაშინ ილოცა დიდმან ილია წინასწარ-მეტყველმან, და იმისი სახლი მაშინვე პურითა, ფქვილითა, და ზეთით აღივსო, ჵი, დიდარს საკვირველება და სასწაული შენი დიდებულო ილია!

კვალად ამისათვისაც ვადიდოთ დიდებული ესე წინასწარ-მეტყველი, რომელ დედაკაცისა მის შეწუხებულისა მომკუდარი შვილიცა აღადგინა და განაცოცხლა. ოდეს მგლოვარემ და მტირალმა მომკვდარი შვილი მოგვარა, და ცრემლით სასოებდა ლოცვასა მისსა, მაშინ მსწრაფლ გამოართვა შვილი იგი, და სამგზის პირსა შინა შთაბერვითა გაცოცხლებული მისცა დედასა მისსა. დიდება ძლიერებასა შენსა ღმერთო, რომელმანცა ესრეთ ადიდე მადიდებელი შენი ილია!

აწ უკუჱ საყვარელნო შვილნო აქა შემოკრებილნო, თუმცა ესე ყოველი საკვირველება ილიასი, ჩემგან ისტორიად და მოთხრობად შერაცხოთ, კვალად ძალედვა მადლითა ღვთისათა, ვითარცა სხვათაცა დღესასწაულთა, და ეკლესიათათვის მითქვამს და მიღვწია, სხვათა და სხვათა წინამდებარითა ახსნიტა და განმარტებით; მაგრა ჰშვენოდა დღესასწაულსა ამას აწინდელსა ესრეთ თქმად და სიტყვად, რომლისათვისცა შემდგომსაცა შინა სიტყვასა სწავლასა მოგითხრობ. და ინებოს სულმან ყოვლად წმიდამან კვალად სხვას ჟამსა სხვითა წინა დადებულითა განმარტებულისა ქადაგებითა ითქვას მადლითა ღვთისათა, და აწ სხვათაცა საკვირველებათა ამისთა ვიტყოდეთ, ვინათგან დღესა ამას სადიდებელად მისსა შემოკრებულხართ.

კვალად ვადიდოთ მორწმუნენო სადიდებელი ესე დიდი წინასწარ-მეტყველი ილია. რომელ მას ჟამსა კერპის თაყვანის-მცემელნი იყვნენ მრავალნი, და აკკარონსა, და ბაალის კერპებს უწოდდენ, და თვისთა შესაწირავთა რათმე იმათ შესწირვიდენ, და ღმერთად თაყვანისცემდენ, და ღვთისა შემოქმედისა ცნობა არა ჰქონდათ უცებთა და პირუტყვის მსგავსთა უგუნურთა. მაშინ წარდგა დიდებული ესე ილია, და ამხილა იმათს მეფესა აქაბს, და იმათი კერპები და ბაალის შესაწირავები დააქცია და დაუმხვა, და მრავალნი ცრუნი წინასწარმეტყველნი მათნი მოსწყვიდნა, და მოსავთა კერპისათა არცხვინნა, და მრავალთა აცნობა, და დაარწმუნა უფალი ღმერთი შემოქმედი და დამბადებელი ყოველთა, და აქაბ მეფისაგან და უსჯულოსა ცოლისა მისისა იეზაბელისაგან ერთის გლახაკის დედაკაცისა ნაბოთეს ვენახის წარტაცებისათვის, და ქვითა დაქოლვისათვის, ვითარცა უწინასწარმეტყველა დიდმან ილია, ვითარმედ ნუ წარუხვამო გლახაკსა მაგას ნაბოთეს ვენახსა მაგისსა, თუ არა სისხლსა შენსაო ძაღლნი და ღორნი ლოკდენო! სწორედ ჭეშმარიტებით ეგრეთ აღუსრულდა, რომელ მოკვდა რა მეფე, აქაბ ძაღლნი და ღორნი ლოკდენ და შესვემდენ სისხლსა მისსა, და ამისთვის ჩვენცა გვეშინოდეს შვილნო, ამისთანას უსამართლოებისათვის.

და კვალად ვადიდოთ დიდი წინასწარმეტყველი ილია, და კიდეც შევძრწუნდეთ საშინელისა მის და შესაძრწუნებელისაგან სასწაულისა, რომელ, სამგზის ზეცისამ საშინელი ცეცხლი გარდამოიყვანა. ოქოზია მეფე იყო ურწმუნო და ღვთის უცნობო კერპი, იმან ილიას დასაჭერად ორმეოცდა ათი კაცი გაგზავნა, ილია დაიჭირეთ და აქ მომგვარეთო. მაშინ როდესაც ის ორმეოცდა ათნი კაცნი მივიდნენ, ეძებეს და იპოვნეს, და შეუზრახეს: კაცო ღვთისაო მეფე ოქოზია გიბრძანებსო. მაშინ დიდი ილია ერთს მთაზე ილოცევდა, და იქიდამ გარდმოსძახა, აჰა უკეთუ მე ვარ კაცი ღვთისაო, გაჩვენო მე სასწაული ღვთისა ჩემისაო. მაშინ ევედრა ღმერთსა, და მყის ზეციდამ ცეცხლი გარდამოვარდა, და ორმეოცდა ათნი იგი კაცნი ყოველნივე დაიწვნენ. კვალად მეორედ კიდევ სხვანი ორმეოცდა ათნი კაცნი გაგზავნა, მეფემ, და იგინიცა ესრეთვე ლოცვითა ილიასითა ცეცხლითა დაიწვნეს ზეგარდმოთა საშინელითა ამით რისხვითა. და მერმე ცეცხლის მსგავსი სიმხურვალე ასეთი მოაწია იმათ ქვეყანაზედა, რომე სამი წელიწადი და ექვსი თვე ცა შეკრა და ცვარი წვიმისა აღარ აღირსა იმათს ქვეყანასა, და დიდად რომ შეწუხდენ და შეშინდნენ და ევედრენ, მაშინ განიპყრა ხელნი დიდმან ილია, ევედრა ღმერთსა ილოცა, და წვიმა გარდამოიყვანა, და იმათს გამშრალსა და გამხმარს ქვეყანასა, კეთილი ნაყოფიერება მიეცა, და ქვეყანა იგი აღივსო კეთილითა მოსავალითა და ნაყოფიერებითა. ამისთანა მადლით და საკვირველებით სავსე იყო დიდი ილია წინასწარმეტყველი, და ამისთიის ვადიდოთ მორწმუნენო და სასოებით ვიდღესასწაულოთ სახელი მისი, და ეკლესია მისი.

აწ ისმინეთ ილიასთვის ქებისა ლექსთა მკობანი;

ქ. სამ წელ და ექვს თვე, უბრძანე მათვე, არღა წვიმითა, ცეცხლ კიდებითა,

კვალად და მარხვით, ქორებს ღვთის ზრახვით, ჰსწვართენ იგინი, ღვთისა მცნებითა,

აქაბს და ცოლსა, იეზაბელსა, ორთავ არცხვინე, შეძრწუნებითა.

 და კვალად რასა მრავალსა ვიტყოდე, საყვარელნო, ქრისტიანენო, და ანუ რაბამი სასწაულები მოგითხრა დიდისა ამის წინასწარმეტყველისა, და ესოდენთა უმრავლესთა სასწაულთა, და საკვირველებათა. შემდგომად ახლა ესეც ვიხილოთ ზეცად აღსლვა, და საკვირველება მისი ცეცხლისა ეტლითა, და ჰუნებითა განგებითა და ბრძანებითა ღვთისათა და ჭეშმარიტად განსაკვირვებელი არის, რომელ მიწიერი კაცი ცოცხალი სულითა და ხორცით ერთის წამოსასხელის ხალენითა, და ტყავით მოსილი ზეცად აღიწევის, და ზესთა ექმნების ჰაერსა, და ქვეყნიერად ამისთანა მოსაწონებელი კაცი, ღმერთმან უფრო თავის მახლობელად მიიწვია.

მაშინ როდესაც ბრძანებითა ღვთისათა გალგალის ქვეყნით კერძოსა მიიწია და ერთი ერთგული მოწაფე თვისი თან მისდევდა, ელისე, რომელსაც თავის შვილად თვისი წინასწარმეტყველება და მადლი და სასწაული იმას დაუტევა, და მივიდნენ იორდანის მდინარის წყალთა ზედა, და დიაღ დიდად ზღვის მსგავსად აღელვებული იყო, დადგა ილია წინასწარმეტყველი და ილოცა და ევედრა ღმერთსა, რომ აღელვებულმან მან მდინარემან გზა მისცეს და განვიდეს და ბრძანება ღუთისა აღსრულდეს, მოიხსნა თავისი წარმოსასხმელი იგი ხალენი, მივიდა და სახელითა ღუთისათა სამჯერ დასახა წყალსა მას ზედა და მსწრაფლ განიპო წყალი იგი ორად, განიყო და განვიდნენ ორნივე იგი საკვირველისა სასწაულითა, და მცირედი რა გზა განვლეს და მაღალსა რასამე მიიწვიბნენ, მოვიდა ბრძანება ღუთისა საკვირველი და ზეციდამ გამოჩნდა ცეცხლის ჰუნები და ეტლი, ურემი და ცხენი, და აღიტაცეს მხოლოდ ილია წინასწარმეტყველი, და ელისე ერთგული მოწაფე მისი შეწუხებული დაეჭიდა ხალენსა მისსა «მოძღვარო სად მიხვალო და სად მიიწევიო? ნახევარი ხალენი ჩამოახია და განხეული ხალენი მისი შეწუხებულმან წარმოიღო და მდინარესა მასვე წყალზედ რომ მივიდა, და გასვლა არ შეიძლებოდა, მაშინ მოიღო ის ხალენი განხეული ილია წინასწარმეტყველისა ილოცა და ევედრა ღმერთსა, და სამგზის დასასა წყალსა მას ზედა. ღმერთო ილიასო განაპო ზღვა ესე და მაშინვე ორად განიყო წყალი იგი და განვიდა ვითარცა გამშრალი ხმელსა ქვეყანასა, და ილია წინასწარმეტყველის შემდგომად იგი უძღოდა ყოველსა მას ერსა ისრაილისასა, და იგიცა დიდად მრავალსა საკვირველს სასწაულებს მოქმედებდა.

ამისთვის რომელნიცა ესე მოგახსენე და მოგვითხარ ქრისტიანენო, ესე ყოველი დიდისა მის წინასწარმეტყველისა ილიასი სასწაული და საკვირველნი საქმენი არა საოცრებით და მოჩვენებით იყო, დაღათუ კიცი იყო ქვეყნიერი არამედ ღუთისაგან გამორჩეული იყო და ღუთის სათნო და მოღვაწე ლოცვითა და მარხვითა ვითარცა ანგელოსი იყო ქვეყნიერი.

არამედ ესე ვითარისა კაცისა, გამოჩინება ჩვენთვისაც ღუთის მოწყალებით არის მოცემული რომ ამისთანას წმიდას კაცს მოგვივლენს ღმერთი, და თავისის მოწყალებით ესოდენს სასწაულებსა და საკვირველებას გამოგვიცხადებს, რომ ჩვენც ღუთისა გვეშინოდეს და ღუთის ბრძანება და მცნება დავიმარხოთ, და კეთილს საქმეზე დავდგეთ და ბოროტსა და ავს საქმეს განვშორდეთ.

რამდენი კაცი არის ჩვენში, ქრისტიანენო, რომ ასე უთქვამს: რა ვქნა არა ვიცი რაო, და არა გამოგონია რაო კეთილი რასა ჰქვიანო, და ბოროტი და ავი რა არისო.

არკი მოგახსენე და გაგაგონე, შვილნო, დიდის ილია წინასწარმეტყველისა, რომ იმის დროს დიაღ მრავალნი იყვნენ რომ ღმერთს ვერ იცნობდენ და ასე ეუბნებოდნენ: შენი ღმერთი ვინ არისო და სად არისო. აი ჩვენი ღმერთი ეს არისო. ქვისა და ხის კერპები ესვენათ ანდრიატად, კუკათ გაკეთებული და იმაზე ილოცევდენ, და იმას ეხვეწებოდეს, და იმას შესწირევდენ. ასეთი უგუნურნი და ღუთის უცნობონი იყვნენ, მაგრამ იმ დიდმა წინასწარმეტყველმა ილიამ, და სხვათაც წინასწარმეტყველთა და წმიდათ მამათ უქადაგეს ასწავლეს, და ღმერთი დამბადებელი და შემოქმედი ყოველთა აცნობეს და მოაქციეს, და ჩვენც ეს დაგვიწერეს და გვიბძანეს და შემდგომად თვით ღმერთი ზეციდამ გარდმოვიდა, და როგორც მოგახსენე, თავის სახელით ქრისტიანედ მოგვაქცია და წმიდა სახარება დაგვიწერა, და პირველად ეს სამი საქმე გვაცნობა: პირველად თავისი ჭეშმარიტი ღმერთობა, რომ არის სარწმუნოება, და ეს სარწმუნოება ვინც არ იცის მამა, ძე, და სული წმიდაჲ, ის ჭეშმარიტი ქრისტიანე არ არის, მეორედ წმიდა ნათლისღება და მესამედ წმიდაჲ ზიარება. ახლა ჩვენ, საყვარელნო ქრისტიანენო, თუმცა გვრწამს ღმერთი, და ჩვენს მამასა და დედას ჩვილი ყმაწვილი მოუნათლავართ, თუ წმიდას ზიარებასაც არ მივიღებთ, და წელიწადში ერთხელაც არის არ ვეზიარებით, ახლა მითხარ როგორი ქრისტიანე იქნები? და თუ ორი და სამი წელიწადი გავიდეს, და უფრო მეტიცა, და ვაი თუ თავის დღეშიაც არ ზიარებულიყოს, იმას ხომ მღვდელი ვეღარც სიკვდილის დღეს აზიარებს, და ვერც დამარხავს, არ იქნება. იმისთანა მკუდარი ერის კაცებმა უნდა ასწიონ და უბრალოს ადგილს ძაღლივით ჩაფლან სადმე, ეს ასე კარგად, გაიგონეთ და დაიჯერეთ.

წმიდამ ილიამ ეგოდენის სასწაულით ურწმუნო ერი შეაშინა, და ღმერთი აცნობა, და იმათი საკეპოები დააქცია, და შენ ახლა სასწაული რაღათ გეჭირება, თვით უფალი იესო ქრისტე გამოგეცხადა, და წმიდაჲ სახარება დაგვისვენა, და წმიდანი ხატნი, და ჯვარი ცხოველს მყოფელი დაგვისვენა, რომ ჩვენი სათაყვანისცემელნიც ესეები არის, და საკითხავიცა. და შენ ერთს მყრალს დედაკაცს და კაცს ეკითხები, ეს ასე მომიხდა და რა ვქნაო, რასაც შენ მიბრძანებ იმას დავიჯერებო, ეს ხომ წმიდის ზიარებისაგან დაგაყენებს, და აღარ გეღირსება, არა რცხვენიან და არ ეშინიან დიდის ილიასაგან, ამის მოქმედსა?

ღმერთი გიბრძანებს, უქმისა და კვირის შენახვასა. ეს ექვსი დღე რომ ღმერთმან მშვიდობიანად გაუშავა, რა იქნება რომ ეს ერთი დღე ღმერთს შენის სულისათვის შესწირო. კვირასა და უქმეს წირვასა და ლოცვას არ მოისმენ, სეფისკვერსა არ აიღებ, აიაზმას არ ისხურებ, და ხატს არ ემთხვევი დაიწყებ სიარულსა, ტყეში მირბი, სახლის იარაღი მინდაო, და ცულისა და ბარის ტარი მეჭირებაო, მითხარ როგორი ქრისტიანე ხარ?

ღმერთი გიბრძანებს რომ ქვრივი და ობოლი არ შაეწუხო და უსამართლოება არ უყო და რაც მუშას ფავისი დაუჭირო, ვალი ვისაც გემართოს მისცე, და შენ რომ ამაებს არა იქმ, დიდ ილიას რას ეუბნები, რომ უსამართლოებისათვის დიდი მეფე აქაბ ძაღლებმა შესჭამეს, იცოდე რომ არც შენ დაგემართება კარგი ქვრივისა და ობოლის შეწუხებისათვის.

ღმერთი ბრზანებს, და მღვდლის კურთხევამ ცოლი და ქმარი შეაერთა და სხვაზედ საბოროტით თვალი რომ ეჭიროს და თავის მეუღლეს უღალატოს, იმ კურთხევით შეერთებისა უნდა რცხვენოდეს და ღმერთი მოჰკითხავს.

ეგრეთვე ღმერთმან თავისის მოწყალებით შვილი მოგცა და იმას, რომ პირველად პირზედ ჯვარის გამოსახვა არ ასწავლო და ღვთის მოშიშებით არ გაზარდო, იცოდე რომ იმისი ცოდვა შენ მოგეკითხება.

ეგრეთვე მწყემსთა და მოძღვართა ვალი გვაქვს, რომ თქვენ მოგიაროთ, მაგრამ რომელიც თქვენს მწყემსსა და მღვდელს ურიგოს აკადრებთ, დიდის ილიასი მოიგონეთ, რომ იმისნი შეურაცხის-მყოფელნი ღვთის რისხვის ცეცხლმან ორნი ერგასისნი საშინელად დაწვნა, და იმისი გვეშინოდეს, და ვევედრნეთ დიდსა მას და წინასწარმეტყველსა ილიას, რომ ამისთანას რისხვისაგან ღმერთმან დაგვიხსნას და დაგვიფაროს.

და რასა მრავალსა გეტყოდე საყვარელნო შვილნო! ქრისტიანეს კაცსა, კეთილი საქმე უნდა სჭირდეს, და კეთილად უნდა იქცეოდეს. წმიდა მარხვა უნდა შევინახოთ და სხვის ცოდვასა და ავს საქმეს არ უნდა მივბაძოთ. კეთილს უნდა მიჰბაძოს კაცმა, და სხვის ძრახვა და სხვის ცოდვების გამკითხველობა წამწყმედელი არის კაცისა. სხვის ნატაცები, მოპარული, მობარებული, ნაპოვნი ნაარმევი შენ არსად გამოგადგება, შენის გარჯილობის ოფლი და მონაგები უნდა მოიხმარო და სხვისა ნურც მამული გინდა და ნურც იმის მონაგები რამ შეგშურდება, და ნურც ინადსა და ჯაბრს გაუწევ, და ნურც სხვის განსაცდელი გიამება, და ნურც ნიშნს მოუგებ. წუთი სოფელი არის ჩვენზედაც მოიწევა. მკვდარსა და შეწუხებულზე სიხარული და სიცილი დიახ დიდად უსვინდისო და უნამუსო ქცევა არის. ღვთის ფიცი, და ღვთის თავსდებად თქმა დიაღ დიდი შეცოდება არის. სიცრუე და ცილის-წამება, და ტყუვილად დამოწმება და მართლის გამტყუნება და მტყუანის მიდგომა და გამართლება და პირფერებლობა, და ქვეშ-ქვეშ კი მზაკვრობა და ეშმაკობით კაცის გამოცდა დიდად შეარცხვენს.და არც ქრისტიანობას ეკადრება. სიმართლე კაცისა დიაღ დიდად მოსაწონებელი საქონელი არის ღმერთთან; და სიმრუდე და სიმტყუვნე პირ შავი ჯოჯოხეთი არის. მართალი იყო დიდი ილია, და სხვანიც წინასწარმეტყველნი და იმ სიმართლით რასაც ღმერთსა სთხოვენ, უეჭველად აღუსრულებდათ. და ჩვენც გულის სიმართლითა, ენითა, თვალითა, და ხელითა სიწმიდე, დავანახოთ ღმეეთსა და ლოცვა და მარხვა და მოწყალება და ძმათმოყვარება და მებატონეთა ჩვენთა, და უპირატესთა და უფროსთა შიში და მორჩილება და სიმდაბლე მშვიდობიანის გულის მოთმინება გვქონდეს და შევიყვაროთ გულითა კეთილითა და ვევედრნეთ, შვილნო, ილია თეძბიტელსა, საფატის ძესა, ტომით Àრნიტელსა, პირველ სიყრმითვე ღვთისა მიერ რჩეულსა, ბაალის მსგავსთ კერპთ-მსახურთ მარცხვენელსა და მორწმუნეთა გულთ განმანათლებელსა. ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მოსცეს და მტერი და მებრძლი ჩვენი დასცეს, და დაამდაბლოს. ჩვენს ქვეყანაზედ კეთილი ნაყოფიერება და მოსავალთა სიმრავლე გვაღირსოს, და სნეულებისა მწუხარებისაგან დაგვიხსნას მადლმან და მეოხებამან მისმან ძალითა ღვთისათა და მოწყალებითა ღთისმშობელისათა. რომელსა ჰშვენის პატივი დიდება და თაყვანის ცემა უკუნისამდე ამინ. 

უღირსი ეპისკოპოსიწილკნელ მაგნელ ყოფილი ნეკრესელი ამკროსი აღწერს.